ჟურნალისტი „ისლამურ სახელმწიფოს“ სამი თვის მანძილზე იღებდა

ჟურნალისტი „ისლამურ სახელმწიფოს“ სამი თვის მანძილზე იღებდა

ფარულიფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ექსტრემისტულ ბანაკში მოტყუებით ჩაინერგა, ფარულ კამერაზე სამი თვის მანძილზე იღებდა ბოევიკებს. როგორც გამოცემა Telerama წერს, ფილმის „ალაჰის ჯარისკაცების “ პრემიერა 2 მაისს გაიმართება.
ფრანგი მოქმედებდა ფსევდონიმით საიდ რაზმი. ის „ისლამური სახელმწიფოს“ გადამბირებლებზე სოციალური ქსელით გავიდა Telegram-ის მესენჯერით. 6 თვის მანძილზე ის ექსტრემისტების ნდობის მოპოვებას ცდილობდა.
„მე მუსლიმი ვარ. ყოველი თავდასხმა ჩემს პირად ცხოვრებაზე მოქმედებდა“ – ამბობს რამზი, ჟურნალისტი.
მისი თქმით, პრაქტიკულად ყველას ბანაკში, ბოევიკებს მძიმე წარსული ქონდა. ისინი იყვნენ „დაკარგული, სუიციდური განწყობის მქონე, ადვილად მანიპულირებელი ახალგაზრდები“, რომელთა სურვილი უკეთესი მსოფლიო არ ყოფილა.
რამზი ამბობს, რომ ერთ დღეს მათ საფრანგეთში ღამის კლუბზე თავდასხმის ბრძალება მიიღეს, თუმცა, ამ დროისათვის ჯგუფი უკვე იყო დაკვირვების ქვეშ, ამიტომ, მისი ყველა წევრი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტების სერია მოხდა, რომლის შედეგადაც 130 ადამიანი გარდაიცვალა. 350 კი – დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ უნდა
შემდეგი სტატიაეგვიპტეში ორი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს