უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს მათ რუსების მიერ გაშვებული 13-ვე “შაჰიდის” ტიპის დრონი გაანადგურეს.
“4 მაისის ღამეს მტერმა ბელგოროდის რეგიონიდან გაუშვა 13 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, საჰაერო ძალების დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა გაანადგურეს 13 თავდასხმის თვითმფრინავი ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში,” – აცხადებს საჰაერო ძალების სარდალი, მიკოლა ოლესჩუკი.