სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ უნდა

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ უნდა

სტოლტენბერგნატოს რუსეთთან შეიარაღების საკითხში ახალ მარათონში არ უნდა ჩაებას, ასევე, არ უნდა „ცივი ომის“ მონაწილე იყოს – ასეთი განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Die Welt-თან საუბარში.
„ჩვენ რუსეთთან არ ვეძებთ კონფრონტაციას. ჩვენ არ გვინდა ცივი ომი. ჩვენ არ გვინდა შეიარაღებული მარათონი“ – განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა მიუთითა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ევროპაში გაძიერება არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან კონფრონტაციაში შედიან, არამედ, ეს არის რეაქცია „ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში დესტაბილიზაციის გამო“.
გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ნატო „ატომურ იარაღზე უარს არ ამბობს. ჩვენ ატომური იარაღის გამოყენებისგან შორს ვართ, ვიდრე ოდესმე. მაგრამ სანამ მსოფლიოში არსებობს ატომური იარაღი, ნატო ატომური ალიანსი დარჩება. “
შეგახსენებთ, რომ ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში გაძიერება რუსეთის შეშფოთებას იწვევს.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ყანდაღარის და ბადახშანის თალიბთა ლიდერები განადგურებულია
შემდეგი სტატიაჟურნალისტი „ისლამურ სახელმწიფოს“ სამი თვის მანძილზე იღებდა