აფხაზეთიდან დევნილ 430 ოჯახს ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში პროდუქტები გადაეცა

დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

აქციის ფარგლებში სასურსათო პროდუქტები სენაკის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში განთავსებულ 430 ოჯახს გადაეცა.

პროდუქცები მოსახლეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ჯემალ საჯაიამ, თემურ მჟავიამ და აპარატის წევრებმა დინარა დარსალიამ, ნანა კვარაცხელიამ, გიგა შელიამ, ზურაბ კობახიძემ, ნიკა ქადავამ გადასცეს.

დევნილ ოჯახებთან შეხვედრის დროს მიმდინარეობდა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და წარმატებული მოზარდები დაჯილდოვდნენ.
ჰუმანიტარული აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო!
შემდეგი სტატიაექიმებისა და მეცნიერების მიმართვა – რუსული კანონი ხელს შეგვიშლის უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა