ეგვიპტეში ორი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს

ეგვიპტეში ორი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს

Mideast Egyptეგვიპტის პოლიცია ქაიროში პრესის ასოციაციის შენობაში შეიჭრა და ქვეყანაში ცნობილი ორი ჟურნალისტი დააკავა – თვითმხილველები ამბობენ. ქვეყნის შსს-ში რეიდის ჩატარების ფაქტს უარყოფენ. ამასთანავე, პოლიცია ადასტურებს ამრა ბადრას და მაჰმუდ ელ-საკკის დაკავებას. „ასოშეითედ პრესის“ წყაროები ეგვიპტის სასამართლოში ამბობენ, რომ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციებისკენ არაკანონიერი მოწოდება ედებათ ბრალად.
ამრა ბადრი ოპოზიციური ვებ-გვერდის რედაქტორია, მაჰმუდ ელ-საკკა კი იმავე ორგანიზაციაში მუშაობს. საიტზე გამოქვეყნებულ მასალებში ქვეყნის პრეზიდენტ აბდელ ფატტახ სისს ხშირად აკრიტიკებენ.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 90%-ით გაიმარჯვა.

სისის გაპრეზიდენტების შემდეგ მედია ფაქტობრივად ტერორშია. ჟურნალისტების დაკავება კი ჩ\ვეულებრივი ამბავი გახდა.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი „ისლამურ სახელმწიფოს“ სამი თვის მანძილზე იღებდა
შემდეგი სტატიათსუ-ში კანცლერობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო