ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში შეუშვეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტები შეუშვეს.

ჟურნალისტებს ხურვალეთში შესვლის უფლება ქართველმა სამართალდამცველებმა მისცეს.

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ, ჟურნალისტებსა და სხვა მოქალაქეებს საგუშაგოდან გზის გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გადაადგილების უფლებას მთ ქართველი სამართალდამცველები არ აძლევდნენ.

მოგვიანებით გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებები, რომ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტები შესაძლოა, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩნენ
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანისა და ტოვიო კლაარის შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო საუბარი