აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტები შესაძლოა, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩნენ

ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტები შესაძლოა, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩნენ – ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის შედეგებით, აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ფინანსური პრობლემები აქვს.

მენეჯმენტის მხრიდან 81 ათასი ლარით არის გაზრდილი სახელფასო ბიუჯეტი და მკვეთრად შემცირებულია მედიკამენტებისა და საკვებისთვის გამოყოფილი თანხა. ცენტრს საკრედიტო დავალიანება 165 ათასი ლარი აქვს.

აუდიტის რეკომენდაციების მიხედვით, კლინიკების დირექტორმა, ავთანდილ ვანაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს და მის ადგილას დროებითი მმართველი უნდა დაინიშნოს.

„თავიდანვე არასწორი გადანაწილება, ხელფასებში მეტი თანხის გადატანა, ნაცვლად იმისა, რომ შენარჩუნებულიყო ის დონე, რაც გასულ წლებში თავიდანვე მედიკამენტებზე და კვებაზე იყო გამიზნული, გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რომ გამოიწვია ამან ფინანსური დავალიანების წარმოშობა. საკითხის გადაჭრა არის მთლიანად მმართველობითი პროცესის კორექცია,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შს სამინისტრო ხურვალეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში შეუშვეს