ჟან-კლოდ იუნკერი: რატომ არ დაესხა თავს ლუქსემბურგი რუსეთს?

ევროკომისიის თვმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა, გერმანიის ქალაქ ბონის პოლიტიკურ აკადემიაში შეკრებილ აუდიტორიასთან სიტყვით გამოსვლისას, მას შემდეგ რაც თურქეთი მკაცრად გააფრთხილა სიკვდილით დასჯის შემოღების მცდელობის გამო, დამსწრეებს მოუყვა, თუ როგორ აუხსნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რატომ არ სურს ლუქსემბურგს რუსეთზე თავდასხმა.


ევროპელი ჩინოვნიკი იუნკერი, რომელიც 1995-2013 წლებში ლუქსემბურგის პრემიერი იყო, ცნობილია თავისი ხუმრობებით და სარკაზმით, რომელიც მან ამჯერად რუსეთის მიმართ გამოიყენა.
,,ვეუბნებოდი პუტინს: იცით რატომ არ დაესხა თავს ლუქსემბურგი რუსეთს? ყვეელაფერი მარტივადაა: ჩვენ არ გვაქვს იმდენი ადგილი რომ რუსი ტყვეები განვათავსოთ,, აცხადებს იუნკერი.
იუნკერმა ასევე გაიხსენა თავისი განცხადება ჩინეთთან მოლაპარაკებების დროს… ,,მე ვუთხარი ჩინელებს… მეგობრებო დაფიქრდით იმაზე, რომ ჩინეთი და ლუქსემბურგი ერთად აღებული უკვე კაცობრიობის მესამედს უდრის… დაფიქრდით ამაზე და მიხვდებით სხვაობას დიდსა და პატარას შორის,,

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ შიდა გამოკითხვით თბილისის მერობის კანდიდატებიდან კახა კალაძე ლიდერობს
შემდეგი სტატიათეთრი სახლი – ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას