ზელენსკი: ეს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებამდე აუცილებლად მიიყვანს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ეს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებამდე აუცილებლად მიიყვანს.

“მივესალმები ევროკომისიის დადებით დასკვნას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რაც აუცილებლად დაგვაახლოებს საბოლოო გამარჯვებასთან. მადლობა პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს და ევროკომისიის თითოეულ წევრს ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. მოუთმენლად ველი ევროპული საბჭოსგან დადებით შედეგებს მომდევნო კვირას”, – წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშილაიენი: ევროპული კარი ღიაა, მალე დააკმაყოფილებთ პირობებს – მალე მიაღწევთ პროგრესს
შემდეგი სტატია“დეოლიგარქიზაციის” ვალდებულების შესრულება – რა წერია ევროკომისიის პირობებში