ლაიენი: ევროპული კარი ღიაა, მალე დააკმაყოფილებთ პირობებს – მალე მიაღწევთ პროგრესს

ახლა საქართველოს გადასადგმელია საჭირო ნაბიჯები, რომ წინ იაროს, ქვეყანა გაერთიანდეს პოლიტიკური მხარის თვალსაზრისით და ეს თქვენზეა დამოკიდებული, – ასე უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქართველი ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა რაიმე ჩარჩოები საქართველოსთვის შესრულებისთვის და იქნება მისი ძირითადი გზავნილი ქართველი ხალხისადმი.

„უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსი წინ გადადგმული, რომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, კარები ფართოდ არის ღია. ახლა საქართველოს გადასადგმელია საჭირო ნაბიჯები, რომ წინ იაროს, ქვეყანა გაერთიანდეს პოლიტიკური მხარის თვალსაზრისით და ეს თქვენზეა დამოკიდებული, რაც უფრო მალე შეასრულებთ, რაც უფრო მალე იქნება პროგრესი, ეს არის საქართველოს ხელში, რომ დააჩქაროს და იმოძრაოს ამ ღია კარისკენ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დემოკრატიის საკითხზე
შემდეგი სტატიაზელენსკი: ეს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებამდე აუცილებლად მიიყვანს