ზელენსკი – „აზოვსტალიდან“ მებრძოლების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის და შვეიცარიის ლიდერები მონაწილეობდნენ – მათ შინ წამოვიყვანთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ

უკრაინელი მებრძოლების „აზოვსტალიდან“ გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის და შვეიცარიის ლიდერები მონაწილეობდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სტრუქტურა რთულია. მოლაპარაკებები მქონდა თურქეთთან, შვეიცარიასთან, ისრაელთან, თავიდან საფრანგეთთან, როცა დავინახეთ, რომ სამხედრო გზით მისი განბლოკვა შეუძლებელი იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, შუამავლობაში ჩართული იყვნენ გაერო-ს წარმომადგენლებიც. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ ისინი გაცვლას მოელიან.

“მათ შინ წამოვიყვანთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ამტკიცებს, რომ აზოვსტალიდან ყველა მებრძოლი გაიყვანა და მას აკონტროლებს
შემდეგი სტატიაზელენსკი – პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა