ზეკარის უღელტეხილზე სახალხო დღესასწაული ,,ზეკარობა” გაიმართა

ზეკარის უღელტეხილზე ,დიდმაღალის ქედზე ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული ,,ზეკარობა“ გაიმართა.

ღონისძიებას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დაესწრო და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„მოხარული ვარ რომ დღეს ჩემს სამ შვილთან ერთად ვესწრები ამ ძალიან ლამაზ დღესასწაულს “ზეკარობას”, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით განხორციელებულ ასეთ სახალხო დღესასწაულს, სადაც ორი მუნიციალიტეტის მოსახლეობა სტუმრებთან ერთად იკრიბება ამ უნიკალურ და ულამაზეს ადგილზე. მახარებს ეს ერთობა, რადგან ასე მხარდამხარ არის შესაძლებელი სახელმწიფოს შემდგომი მშენებლობა და განვითარება.”-განაცხადა ზაზა გაბუნიამ

სახალხო დღესასწულში მონაწილეობა მიიღეს ასევე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, პარლამენტის წევრებმა გია კოპაძემ და კობა ლურსმანაშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

სასულიერო და პოლიტიკურმა პირებმა   სტუმრებს ,,ზეკარობა“მიულოცეს, ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დოღი, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები. სახალხო დღესასწაული საზეიმო კონცერტით დასრულდა.

საერთო სახალხო დღესასწაულს ,,ზეკარობა”, ადგინენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მიერ საფუძველი 2015 წლის 9 სექტემბერს ჩაეყარა,

 

banner
წინა სტატიაშიმარქსის სამშობლოში ასობით ათასი ნულევროიანი კუპიურა გაიყიდა
შემდეგი სტატიასამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა 13 აგვისტოს იწყება