მარქსის სამშობლოში ასობით ათასი ნულევროიანი კუპიურა გაიყიდა

კარლ მარქსის დაბადების 200 წლისთავთან დაკავშირებით ,გამოშვებული ნულევროიანი კუპიურა გაყიდვების ჰიტი გახდა. მიმდინარე მომენტისთვის 100 ათასი ეგზემპლარია გაყიდული, რომელზეც გერმანელი ფილოსოფოსის, სოციოლოგისა და ეკონომისტის პორტრეტია გამოსახული .

კუპიურა სამი ევრო ღირს და ის თითქმის 40 ქვეყანაში იყიდება. ის განსაკუთრებით აზიაშია პოპულარული. მხოლოდ ჩინეთში 30 ათასამდეა გაყიდული.

კარლ მარქსი ტრირში 1818 წელს დაიბადა. ის კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელია.

banner
წინა სტატიაშისოფელ ვაშლოვანში 31 წლის ქალი დაჭრეს
შემდეგი სტატიაზეკარის უღელტეხილზე სახალხო დღესასწაული ,,ზეკარობა” გაიმართა