სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა 13 აგვისტოს იწყება

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს იწყება-ამის შესახებ  საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.

დადგენილების თანახმად,  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1800 წვევამდელს გაიწვევენ, რაც შეეხება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აქ  1395-ს, შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში   1370-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში  კი 200 წვევამდელი იქნება გაწვეული.

საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიზეკარის უღელტეხილზე სახალხო დღესასწაული ,,ზეკარობა” გაიმართა
შემდეგი სტატიადატბორილი სახლები ანაკლიაში-ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა