“რას მეუბნებით, რომ ოპოზიციას დავლოდებოდით დათქმულ ვადაზე მეტად, რომ კეთილი ენებათ და შემოსულიყვნენ? მარტივად არის საკითხი, თუ ვინმეს სურს გაპროტესტება არის პარლამენტის წინა და უკანა მხარე… უხერხულობას იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს უნდა უქმნიდეს… თქვენ თუ ქაოსი გინდათ, ქაოსის საშუალებას არ მოგცემთ,“ – ამბობს ოხანაშვილი.
“ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი რიგზეა… ოპოზიცია არ შემოვიდა, კეკლუცობდნენ,“ – ამბობს ზარქუა.
“არ უნდა შემოვსულიყავი? ეგ ზღაპრები მოუყევით ტელემედიებს,“ – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ანრი ოხანაშვილი ვერ ხედავს საჭიროებას, რომ დალოდებოდა ოპონენტებს.