“ერთი კითხვა მინდა, ჩვენს ძვირფას პარლამენტარებს დავუსვა: კი გვითხრეს, რომ 20 ათასი კაცი იყოო, სასაცილოა, ასე აღრიცხვა, მაგრამ რას აპირებთ? ამ 200 ათას კაცს დაავიწყებთ ამ ყველაფერს?” – ამ განცხადებას პარლამენტთან აქციაზე მყოფი თამრიკო ჭოხონელიძე აკეთებს.
“ამაშიც რეკორდსმენები გავხდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის წინ ჩვენს სასიკეთოდ. მე როგორ დავიჯერო ის, რომ ჩვენ ასე გავიწირებით, გამორიცხულია.
ერთი კითხვა მინდა, ჩვენს ძვირფას პარლამენტარებს დავუსვა: კი გვითხრეს, რომ 20 ათასი კაცი იყოო, სასაცილოა, ასე აღრიცხვა, მაგრამ რას აპირებთ? ამ 200 ათას კაცს დაავიწყებთ ამ ყველაფერს? ესენი ხომ ძალიან ახალგაზრდები არიან, ამათ ხომ არასდროს დაავიწყდებათ? თუ ასე დამთავრდა, რომ საქართველო დაღუპვის პირას მივიდა, თუ დავიღუპებით, მათი სახელები ვერ მოიხსენიება ისე, როგორც საქართველოს გულშემატკივრები,“ – ამბობს ჭოხონელიძე.