”ვროპარლამენტის სახელით მხარდაჭერა გამოვხატე საქართველოს მდგრადი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ევროპარლამენტის სახელით მხარდაჭერა გამოვხატე საქართველოს მდგრადი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი. ამის შესახებ დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა განაცხადა.

„ევროკავშირის ძლიერი ასოცირებული პარტნიორია. ჩვენ განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი. ჩემ კოლეგასთან ერთად ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციტივა განვიხილეთ. ვისაუბრეთ 8 ოქტომბერს დაგგემილი საპარლამენტო არჩევნებზე. აღვნიშნეთ, რომ ინდინიდებს შორის დაძაბულობის დონის შემცირების მხრივ განვითარებაა, ქვეყანაში არის უფრო მეტი პოლიტიკური კონკურენცია იმ საკითხზე, თუ როგორაა უმჯობესი ქვეყნის მართავა“,-აღნიშნა შულცმა და დასძინა, რომ ეს არის წამახალისებელი განვითარება, რადგან ხელს უწყობს დაძაბულობის კლებას და ქვეყნის სამომავლო პროგრამაზე ფოკუსირებას.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე, რომელსაც ასრულებს ევროკავშირისთვის, როგორც მთავარი მოკავშირე იმ რეგიონში, სადაც არის ბევრი გამოწვევა, მათ შორის ევროკავშირის საქართველსოთან, ასევე სხვა მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებაზე. ვისაუბრეთ ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მედიის თავისუფლებაზე, პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფაზე, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს იყო ინფორმაციისა და შეხედულებების ძალიან ღია, მეგობრული და ინტენსიური გაცვლა“,-აღნიშნა შულცმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ მელიქიშვილი: სამტრედიის რაიონში 9 მოსახლე შიმშილობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე:” რუსთავი 2 ხელშეუხებელი უნდა იყოს”