ზურაბ მელიქიშვილი: სამტრედიის რაიონში 9 მოსახლე შიმშილობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა პარლამენტის სხდომაზე საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

”დღეს ვიყავი სამტრედიის რაიონში, ტოლების თემში, სადაც მესამე კვირაა მოსახლეობა აპროტესტებს უკანონოდ მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც ეხება მდინარე ხევისწყლიდან ღორღის ამოღებას. სამუშაოებს საფუძვლად უდევს გაყალბებული დოკუმენტი სოფლის კრების შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა მათგან ერთ-ერთი ღიად აცხადებს, რომ ეს ხელმოწერა გაყალბებულია. 9 მოსახლე შიმშილობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული. ისინი მოითხოვენ სამუშაოების შეჩერებას.
რთული მდგომარეობაა გორში, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე სოფელში ვიყავი და მინდა ამ პრობლემებზე ვისაუბრო. გორის რაიონში, სოფელ არაშენდაში ყოველდღიურად ელოდება ხალხი გაზიფიცირებას, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი. ბულაჩაურიდან და ქუბრიაანთკარიდან, სადაც ასევე გაზიფირებას ელოდებიან, 200 ოჯახის ხელმოწერა გამოგვიგზავნეს, რომ ეს პრობლამა მოგვარდეს. ბულაჩაურში ასევე არის წყლის პრობლემა. ამ სოფელში ნახევარი მილიონი დაიხარჯა, მაგრამ ამ სოფელში წყლის პრობლემა არა თუ არ მოიხსნა, არამედ უფრო გაუარესდა და სოფლის მესამედი სასმელად უვარგის წყალს ღებულობს.“- განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესშია დაიცვას მედიის თავისუფლება
შემდეგი სტატია”ვროპარლამენტის სახელით მხარდაჭერა გამოვხატე საქართველოს მდგრადი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი”