ვოლსკი – პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კანონი აღსრულდა, სხვა პასუხი არ მაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სააკაშვლის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწსებულებაში გადაყვანაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმართა საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ რომელიმე პატიმარს განსხვავებული მოპყრობა აქვს.

„პენიტენციური სისტემისათვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდეს. ფაქტია, კანონი უნდა აღსრულდეს. ერთი მნიშვნელოვანი თემაც არის, რომ განსაკუთრებით წინასაახალწლოდ, პატიმართა საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ უსამართლობა შეიძლება იყოს დაშვებული, განსხვავებული მოპყრობა ჰქონდეს რომელიმე პატიმარს რაიმე ნიშნით გამორჩევის საფუძველზე. არ მგონია, რომ კანონი დარღვეულიყოს. როდესაც პატიმარი გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კანონი იქნა აღსრულებული, სხვა პასუხი არ გამაჩნია. 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა, არც ერთი დღე არ ჩაუგდიათ იმისათვის, რომ ჰქონოდათ მცდელობა ქვეყნის არევის, მისი ჩამოსვლაც უკავშირდებოდა რევოლუციური სცენარის განვითარევის იდეას, აზრს და სტრატეგიას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

წინა სტატიაშიპარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ამილახვარი აირჩიეს
შემდეგი სტატიაივანიშვილმა გადაწყვიტა, არა მხოლოდ სააკაშვილზე, არამედ ქვეყანაზე იძიოს შური – გიორგი ბოტკოველი