პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ამილახვარი აირჩიეს

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ამილახვარი 86 ხმით აირჩიეს. გიორგი ამილახვარს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

კომიტეტს შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი დაიწყებს თუ არა შიმშილობას, არა უშავს, ექიმები მიხედავენ – ზარქუა
შემდეგი სტატიავოლსკი – პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში