ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, მათ შორის, ბავშვთა სახლებიდან, მშობლებისგან და ოჯახებიდან წაყვანილი ბავშვები არიან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა პასუხისმგებელ პირებს დასჯის. მისი თქმით, უკრაინა დაანახებს რუსეთს, რომ „მისი დაპყრობა შეუძლებელია და ხალხი არ დანებდება“ და მათი შვილები „ოკუპანტების საკუთრება არ გახდება“.

უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ამ დროისთვის, ომის დაწყების დღიდან 243 უკრაინელი ბავშვია დაღუპული, 446 კი – დაჭრილი, ხოლო 139 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

banner
წინა სტატიაში„როიტერი“ – ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს