„როიტერი“ – ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის MQ-1C Gray Eagle ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს, რომლებსაც Hellfire-ის რაკეტებით აღჭურვის შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრენი აპარატების რეალიზაცია შესაძლოა, კონგრესმა დაბლოკოს. გავრცელებული ცნობით, ადმინისტრაციამ კონგრესს რეალიზაციის შესახებ ოფიციალურად უახლოეს დღეებში უნდა აცნობოს.

აღსანიშნავია, რომ შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო დრონებიდან უკრაინამ უკვე გამოიყენა „ბაირაქტარი“ და „აეროვაირონმენტი“, თუმცა Grey Eagle-ს შეუძლია სამჯერ მეტი წონის გადაზიდვა და 30 საათამდე ფრენა, ასევე დიდი მოცულობით სადაზვერვო მონაცემების შეგროვება.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი თეთრ სახლში დღეს იენს სტოლტენბერგს მიიღებს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია