ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსები უკიდურესად დაბალია და ეს 1% შეადგენს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსები უკიდურესად დაბალია და ეს 1% შეადგენს, -ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროებს.

ტელეარხი იუწყება, რომ პენტაგონი მუდმივად თვალყურს ადევნებს რუსეთის ბირთვულ არსენალს და კვირაში ორ-სამჯერ აშშ-ს მთავარი გენერალი, რომელიც ქვეყნის ბირთვულ იარაღს მეთვალყურეობს, თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს რუსეთის ნებისმიერ პოტენციურ ბირთვულ ნაბიჯზე ინფორმაციას აწვდის.

მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებს არ უნახავს რაიმე მინიშნება, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენების მოსამზადებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა ოფიციალური პირები, ცივი ომის შემდეგ, უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ მათი გამოყენების საფრთხის გამო.

banner
წინა სტატიაშირუს და ბელარუს ჩოგბურთელებს უიმბლდონის ტურნირზე არ დაუშვებენ
შემდეგი სტატიახარკოვში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საბრძოლო მასალის საიდუმლო საწყობი აღმოაჩინა