ხარკოვში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საბრძოლო მასალის საიდუმლო საწყობი აღმოაჩინა

ხარკოვის ოლქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საბრძოლო მასალისა და 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკის კომპონენტების საიდუმლო საწყობი აღმოაჩინა.
„მთელი ეს ტექნიკა უკვე გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. წინასწარი მონაცემებით, იქ არსებული ნაწილები განკუთვნილი იყო რუსეთის ფედერაციის დაზიანებული ტექნიკისთვის“, – წერს პრესსამსახური.

ჩხრეკისას უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო და თავდაცვის სამინისტროს გადასცა 60 სრული სატანკო ძრავა და დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები. გარდა ამისა, აღმოაჩინეს 26 საჰაერო მართვადი რაკეტა.

უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ამ საწყობში არსებული აღჭურვილობა ადრე იყო მოპარული სამხედრო არსენალებიდან. შეჭრის წინა დღეს კი საწყობის მფლობელები აპირებდნენ საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას და მტრის აღჭურვილობით უზრუნველყოფას. უკვე ცნობილია, რომ დანაშაულში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულია.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსები უკიდურესად დაბალია და ეს 1% შეადგენს
შემდეგი სტატიააშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთს ჯერჯერობით არ აქვს სერიოზული ტერიტორიული წინსვლა დონბასში