ვის წარადგენს “ენმ” ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ საპარლამენტო თანამდებობებზე?

ამ დრომდე უცნობია, ვის წარადგენენ ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე საპარლამენტო უმცირესობიდან.

როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, თანამდებობების გადანაწილებით ხელისუფლებაა დაინტერესებული, თავად კი ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ, რადგან ამ ეტაპზე პარტიის ყრილობისთვის ემზადებიან.

“ჯერჯერობით არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, ჯერ არ შეკრებილა პარლამენტიც. სახელისუფლებო გუნდს პირველ რიში ის აწუხებს, როგორ გადანაწილდა თანამდებობები. ოპოზიციას ეს არასდროს არ უნდა აწუხებდეს. იქნება ისეთი ცვლილებები, რაზეც განცხადებებიც გაკეთდა. ვთქვათ კონსტიტუციის მორგება, სახელისუფლებო სურვილებზე,“ -განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი” ვიცე სპიკერის პოსტზე ირმა ინაშვილს წარადგენს
შემდეგი სტატიაFBI კლინტონის იმეილების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას არ განაახლებს