FBI კლინტონის იმეილების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას არ განაახლებს

გამოძიების ფედერალური ბიურო ჰილარი კლინტონის იმეილების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას არ განაახლებს.

უწყების დირექტორის, ჯეიმს კომის, მიერ შეერთებული შტატების კონგრესის სახელზე გაგზავნილი წერილის მიხედვით, ახალი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, ბიურო ბრალს არც ამჯერად წაუყენებს.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი. დონალდ ტრამპმა მინესოტაში გამართულ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გამოძიების გაგრძელების და კლინტონის პასუხისგებაში მიცემის პირობა დადო.

banner
წინა სტატიაშივის წარადგენს “ენმ” ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ საპარლამენტო თანამდებობებზე?
შემდეგი სტატიაეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი – ექსპერტები ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ