“პატრიოტთა ალიანსი” ვიცე სპიკერის პოსტზე ირმა ინაშვილს წარადგენს

“პატრიოტთა ალიანსი”ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ ვიცე სპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილის კანდიდატურის დასახელებას გეგმავს. რაც შეეხება მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, უმცირესობაში არ გამორიცხავენ, რომ უმრავლესობამ საქმიანობის პირველივე ეტაპზე, კონსტიტუციაში დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეიტანოს.

„მცირერიცხოვანი ვართ წარმოდგენილი მე-9-ე მოწვევის პარლამენტში, შესაბამისად ვიცე სპიკერის პოსტი გვეკუთვნის, ამას ვითხოვთ და წარდგენილი იქნება ირმა ინაშვილი. ოთხი დეპუტატი იქნება, რომელიც შეიძლება წარდგენილ იქნეს ჩვენს მიერ სხვადასხვა კომიტეტებში,“-აცხადებს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე.

banner
წინა სტატიაში76 წლის ქალის საზარელი მკვლელობა – ერთერთი ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიავის წარადგენს “ენმ” ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ საპარლამენტო თანამდებობებზე?