ვინ ჩაანაცვლებს დონალდ ტრამპს

ტრამპმა Fox News-ის დებატებზე ჟურნალისტის გამო უარი თქვა

trampiდონალდ ტრამპის ირგვლივ შექმნილმა სკანდალმა, რომელიც განსაკუთრებით მის მიერ აშშ-ში მუსლიმების შეშვების აკრძალვის მოწოდების შემდეგ გაძლიერდა, რესპუბლიკელებს, რომელთა კანდიდატიც არის ტრამპი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე, დიდი საფიქრალი გაუჩინა.
უკანასკნელი გამოკითხვებით, რესპუბლიკელების სიაში ტრამპი ლიდერობს, ამავე დროს, იმავე გამოკითხვით, მოსახლეობაში ტრამპს დიდი რეიტინგი არა აქვს.

რესპუბლიკელები ტრამპის ჩანაცვლებას აპირებენ, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ვინ შეცვლის მას. ორი ყველაზე რეალური კანდიდატია ტეხასის სენატორი ტედ კრუზი და ფლორიდას სენატორი მარკო რუბიო.

დონალდ ტრამპის უკანასკნელი განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი აზრით ლიდერობას ტედ კრუზი ჩამოართმევს. დასვენების დღეებში მიცემულ ინტერვიუებში ის ბევრს საუბრობდა კრუზზე და მას მხოლოდ სახელით მოიხსენიებდა.

ინტერვიუში, რომელიც მან “სიენენ-“ს მისცა, ამბობს, რომ კრუზს არ შეუძლია სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. “ფოქს ნიუსის” ეთერში კი ტრამპმა თქვა, რომ “სენატში ტედ კრუზი იმ ტემპერამენტს არ აჩვენებს, რაც სენატორს სჭირდება და ის ცოტათი მანიაკს გავს”.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში კონტრაბანდისტებისგან 3 ტონა კოკაინი ამოიღეს
შემდეგი სტატიაერევენში გოგონა, რომელიც მერვე სართულიდან გადავარდა, გადარჩა