ესპანეთში კონტრაბანდისტებისგან 3 ტონა კოკაინი ამოიღეს

ესპანეთში კონტრაბანდისტებისგან 3 ტონა კოკაინი ამოიღეს

ესპანეთში კონტრაბანდისტებისგან 3 ტონა კოკაინი ამოიღესესპანეთის პოლიციამ კონტრაბანდისტებისგან 3 ტონა კოკაინი ამოიღო, რომელიც ქვეყნის სამხრეთ რეგიონებისთვის იყო განკუთვნილი. ნარკოტიკების ამოღების ოპერაცია ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩატარდა. პოლიციის ცნობით, ბოლოს მსგავსი ოდენობის კოკაინი 1999 წელს იქნა ამოღებული.

ოპერაციის მსვლელობისას დაკავებულ იქნა 12 ადამიანი, მათ შორის ნარკოკურიერები, მყიდველები და გამყიდველები. კურიერები აღმოჩნდნენ ესპანელები, გამყიდველები- ჰოლანდიელები, მყიდველები კი ბრიტანელები.

ნარკოგამყიდველები ესპანეთის სხვა ტერიტორიაზეც აქტიურები არიან. კერძოდ, კი, უკანასკნელი ორი თვის მანძილზე სამეფოს პოლიციამ სამი ნარკობარონი დააკავა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: დასცინეს საქართველოს მთავრობას, გაზპრომს და ირანსაც
შემდეგი სტატიავინ ჩაანაცვლებს დონალდ ტრამპს