ვიღაცის მოხსნის, ან რაღაცის დახურვის არც განზრახვა გვაქვს და არც სურვილი – მაღლაფერიძე

დასაწყისშივე მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას, ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ. ასეთი არც განზრახვა გვაქვს არც სურვილი გვაქვს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც საზოგადოებას ტელევიზიის განვითარების ხედვა წარუდგინა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ გამოხატავს რომელიმე კერძო პირის, გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ ან ფინანსურ ინტერესებს.

”მე მინდა მივმართო საზოგადოებას – ალბათ დადგა დრო, როდესაც უნდა გამოვნახოთ მცირეოდენი დრო და ვიფიქროთ ხოლმე, როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ჯიბიდან და ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ გამოხატავს რომელიმე კერძო პირის ან გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ თუ ფინანსურ ინტერესებს, გამოხატავს და უნდა გამოხატავდეს მთელი საზოგადოების ინტერესებს. გუნდმა, ვინც ვართ მოვამზადეთ ჩვენი ხედვა, როგორც ვხედავთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” განვითარებას. დასაწყისშივე მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ, ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ. ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი გვაქვს და რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამის უფლებამოსილება არ გვაქვს და ყველას ვთხოვ, ამ თემებზე სპეკულაცია დავამთავროთ. ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს საუბარი – როგორი ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” გვინდა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) “ეს არის უმოწყალო მონტაჟი” – გვარამიას პასუხი ფარულ ჩანაწერზე
შემდეგი სტატია,,2012 წლიდან ივანიშვილის უმთავრესი მიზანი გახდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა “- მინაშვილი