,,2012 წლიდან ივანიშვილის უმთავრესი მიზანი გახდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა “- მინაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ აკაკი მინაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან მოყოლებული თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი მიზანი გახდა და სწორედ ამ მიზნებისთვის კეთდება ფარული ჩანაწერების ფაბრიკაციაც.
„მაშინ, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს სერიოზული არგუმენტები, რაიმე სათქმელი, ამ ხერხს მიმართავს – ჩანაწერებს აყალბებს, ფაბრიკაცია ხდება და ამის მეშვეობით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
მაგრამ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს არის სიცრუე, სიყალბე, და ეს მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
უკვე არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი თავისუფალი მედია გახდა და ის ამისთვის იყენებს ყველანაირ ბინძურ მეთოდებს.“

აკაკი მინაშვილის განცხადებით, 1 მილიონი, რომელიც ნაზღაიძეს ქრთამის სახით მისცეს, რათა ხელისუფლებამ „რუსთავი 2“ ხელში ჩაიგდოს, თბილისელების ჯიბიდანაა ამოღებული.
„ძალიან სამარცხვინო ფაქტი ხდება – 1 მილიონი ქრთამის სახით გადასცეს მოსამართლეს, რათა „რუსთავი 2“ ხელში ჩაიგდონ. მინდა საზოგადოებას შევეახსენო რომ ეს არის ის 1 მილიონი, რომელიც თბილისის მოსახლეობას ეკუთვნის და ეს შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო იმ მოვაჭერეებისთვის, რომელთაც სავაჭრო ცენტრი დაეწვათ. ასევე იმათთვის, რომლებიც 13 ივნისს დაზარალდნენ. ესაა თბილისის მცხოვრებლების თანხა, რომელიც მათი ჯიბიდან ამოიღეს და ნაზღაიძეს მისცეს, რათა ივანიშვილმა ობიექტური ტელევიზია ჩაიგდოს ხელში.“- განაცხადა მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიღაცის მოხსნის, ან რაღაცის დახურვის არც განზრახვა გვაქვს და არც სურვილი – მაღლაფერიძე
შემდეგი სტატიაოპოზიცია პროკურატურას ,,ნაზღაიძის მილიონის” გამოძიებას სთხოვს