(video) თვითმხილველმა რუსეთის დუმის ექსდეპუტატის მკვლელობის კადრები გაავრცელა

სოციალურ ქსელში გავრცელდა თვითმხილვევლის მიერ გადაღებული ვიდეო-კადრები, რომელიც რუსეთის დუმის ექსდეპუტატის მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობიდანაა გადაღებული. რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, დენის ვორონენკოვი 2016 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც დუმაში ხელახლა ვერ მოხვდა, მეუღლესთან, მარია მაკსაკოვასთან ერთად საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მარია მაკსაკოვაც რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატია.
უკრაინაში ცხოვრების უფლების მიღების შემდეგ, დენის ვორონენკოვმა უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ასევე, მან ყირიმის ანექსია დაგმო და რუსეთი ნაცისტურ გერმანიას შეადარა.
თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის ფედერაციამ ვორონენკოვის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართის საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ვორონენკოვმა მოსკოვში, საერთაშორისო ქოჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობა თაღლითური გზით გაყიდა.

https://youtu.be/IDOiVAiTWd8

banner
წინა სტატიაშიНАТО-ს სამიტი ბრიუსელში 25 მაისს გაიმართება
შემდეგი სტატიაევროკომისარი: „28 მარტიდან საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება!“