ევროკომისარი: „28 მარტიდან საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება!“

„საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ძალაში 28 მარტს შევა,“ – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენელი იოჰანეს ხანი. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად ძალაში შედის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუკი ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეებისგან სამიგრაციო კრიზისი შეიქმნა.
საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრული პასპორტით ევროკავშირის ქვეყნებში სტუმრობა და იქ დარჩენა 90 დღის განმავლობაში შეეზლებათ.

banner
წინა სტატიაში(video) თვითმხილველმა რუსეთის დუმის ექსდეპუტატის მკვლელობის კადრები გაავრცელა
შემდეგი სტატიადღიური, რომელშიც კენედი ჰიტლერს აქებს, აუქციონზე გაიყიდება