(ვიდეო) შარლ აზნავურის ფრანგული სიმღერა სომხეთის ახალი ჰიმნი გახდება

1989 წელს შარლ აზნავურისა და ჟორჟ გარვარეცის მიერ დაწერილი ფრანგული სიმღერა Pour toi Arménie (შენთვის სომხეთო), შესაძლებელია სომხეთის ახალი ჰიმნი გახდეს, ამის შესახებ სომუხი წარმოშობის ფრანგმა შანსონიემ შარლ აზნავურმა, ფრანგულ რადიოსადგურთან თავად განაცხადა.
,,სულ ახლახან სომხეთში ვიყავი, სადაც ჩემი სახლ-მუზეუმი გაიხსნა… სომხეთში ყოფნის დროს შევხდი პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს, რომელსაც შევთავაზე, რომ სიმღერა Pour toi Arménie სომხეთის ახალი ჰიმნი გახდეს… პრეზიდენტი მეთანხმება მე და არა მარტოის,, განაცხადა აზნავურმა.
ცნობისთვის, სიმღერა Pour toi Arménie, ფუმანიტარული მიზნით, 1989 წელს სპიტაკის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად დაიწერა და ის ცნობილმა ფრანგმა მომღერლებმა და მსახიობებმა შეასრულეს.
ვიდეო:

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეს, რომ მართალი ვიყავი?
შემდეგი სტატიანიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რჩება