მიხეილ სააკაშვილი: რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეს, რომ მართალი ვიყავი?

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინაში მყოფი მიხეილ  სააკაშვილი გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ,,იმარატ კავკაზის“ წევრმა, მაგომედ იბრაგიმოვმა, რომელიც 2012 წელს, ლოპოტაში ჩატარებულ სპეცოპერაციას გადაურჩა და რომლის წინააღმდეგაც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ახლახანს სასამართლო დაიწყო, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტობა აღიარა.
„რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეს, რომ მართალი ვიყავი? მაშინ რომ არ მებრძანებინა გადამწყვეტი ზომების მიღება, მივიღებდით ახალ რუსულ შემოჭრას, რომლებიც “ცხელ კვალზე” გამოყვებოდნენ “საქართველოდან რუსეთში გადასულ ტერორისტებს” და უფრო მეტიც, ამას დასავლეთიც არ გააპროტესტებდა. საინტერესოა ისიც, რომ ამის შემდეგ ახმედ ჩატაევს უკავშირდება სტამბულის აეროპორტის ტერაქტი, რომელიც მაშინდელი რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის სიტუაციაში ადვილად ხსნის ტერაქტში რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩატაევი, რუსეთის სხვა აგენტებთან ერთად, ივანიშვილმა სწორედ მოსკოვის მოწოდებით გაუშვა,“ – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

2012 წელს ლოპოტაში გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლი ავსტრიაში სკანდალური განცხადებებს ავრცელებს

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი: ერდოღანს არ დავუჩოქებთ
შემდეგი სტატია(ვიდეო) შარლ აზნავურის ფრანგული სიმღერა სომხეთის ახალი ჰიმნი გახდება