(video) სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა

ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. ინციდენტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.50-მდე ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. წინასწარი ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი 100 კმ/საათი სიჩქარით მოძრაობდა. 

ცნობისთვის, 2015 წელს პარიზში შარლი ებდოზე თავდასხმასა და 13 ნოემბერს განხორციელებულ ტერაქტს ჯამში – 141 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

2016 წელს ტერაქტები მოხდა ბელგიასა და თურქეთშიც.

https://youtu.be/lIdEFSGAU3g

banner
წინა სტატიაშიანტიტერორისტული საგამოძიებო ჯგუფი გამოძიებას იწყებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს სრული ვერსია, რომელიც გუშინ აჭარის ტელევიზიით გავიდა