ანტიტერორისტული საგამოძიებო ჯგუფი გამოძიებას იწყებს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციამ მოკლა.

ნიცაში მომხდარი ინციდენტის გამო, ანტიტერორისტული საგამოძიებო ჯგუფი გამოძიებას იწყებს. ამის შესახებ AFP იუწყება. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გეთდება იმის თაობაზე, აკავშირებენ თუ არა მომხდარს ტერორისტულ თავდასხმასთან.

ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. ინციდენტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.წინასწარი ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი 100 კმ/საათი სიჩქარით მოძრაობდა.

ამ ეტაპისთვის დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.ფრანგული მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციამ მოკლა.

https://youtu.be/jEmY0qfbceQ

banner
წინა სტატიაშინიცაში მომხდართან დაკავშირებით, თეთრი სახლი საგანგებო განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ავრცელებს
შემდეგი სტატია(video) სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა