(VIDEO) მეცნიერებმა ქრისტეს საფლავი გახსნეს

არქეოლოგებმა იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის ტაძარში, მაცხოვრის საფლავს მარმარილოს ლოდი გახსნეს.
როგორც ისრაელის მედია იუწყება, მაცხოვრის საფლავის მარმარილოს ლოდის ქვეშ, მეცნიერებმა უამრავი ქვა აღმოაჩინეს. ექსპერტები უახლოეს ხანში ეცდებიან დაადგინონ როგორ გამოიყურებოდა თავდაპირველად იმ ქვის ზედაპირი, რომელზეც გადმოცემით ქრისტეს სხეული ესვენა.
გავრცელებული ინფორმაციით, მორწმუნეებს პირველად ბოლო 200 წლის მანძილზე შეეძლებათ წმინდა ადგილის ნახვა, მას შემდეგ რაც საფლავის რესტავრაცია დასრუყლდება. რესტავრაციაზე კი – რომელიც რამდენი თვე გაგრძელდება, რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტის რესტავრატორები იმუშავებენ.

https://www.youtube.com/watch?v=B77qm7r8Tq4

 

banner
წინა სტატიაშითურქეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება
შემდეგი სტატიამოსულში ISIS-მა 800-ზე მეტი მეომარი დაკარგა