თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება

თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით, ავიარეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით,  ავიაკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავი უკვე დაეშვა, ხოლო „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის მიმართულებით უკვე გამოფრინდა.

მათივე ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მოქალაქეები თურქეთიდან საქართველოში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ.

საქართველო-თურქეთის საზღვართან, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვებია. თურქული მხარის მიერ ქართული პასპორტის მქონე პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა გამთენიისას შეიზღუდა.

 

banner
წინა სტატიაში“ნუ გავაკეთებთ ისე, რომ 31 ოქტომბერს ისეთ საქართველოში გავიღვიძოთ, როგორიც შავ სიზმარშიც არ დაგვსიზმრებია”
შემდეგი სტატია(VIDEO) მეცნიერებმა ქრისტეს საფლავი გახსნეს