მოსულში ISIS-მა 800-ზე მეტი მეომარი დაკარგა

ერაყის ქალაქ მოსულში გამაგრებულ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამურ სახელმწიფოზე,, შეტევის ოპერაციის მონაწილე კოალიციის ამერიკელი გენერალის ჯოზეფ ვოტელის განცხადებით, ტერორისტებმა ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 800-დან 900-მდე მეომარი დაკარგეს.
ვოტელის განცხადებით, ოპერაციის დაწყებამდე მოსულში 5-დან 6000-მდე ისლამისტი იმყოფებოდა.

“ისინი ახლა მოსულში მოსახლეობას შეერწყნენ. მათი გარჩევა გარეგნულად და სამიზნედ ქცევა ძალიან ძნელია”- აცხადებს ამერიკელი გენერალი.
ოპერაციის დაწყების დღიდან, 17 ოქტომბრიდან დღემდე, ერაყულმა ძალებმა მოსულის მისადგომებთან ათეულობით სოფელი და დასახლებული პუნქტი გაანთავისუფლეს ტერორისტებისაგან.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) მეცნიერებმა ქრისტეს საფლავი გახსნეს
შემდეგი სტატიაერდოღანი: დასავლეთმა ჭკუა თავისთვის შეინახოს,სიკვდილით დასჯას ხელს მოვაწერ