(Video) ივანიშვილის მორიგი ხეები-ზუგდიდიდან ინგირში კიდევ 2 ხე გადაიტანეს, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია გაუთიშეს

გვიან ღამით ზუგდიდიდან ინგირში კიდევ 2 ხე გადაიტანეს. ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საპატრული პოლიცია, რეგიონის კეთილმოწყობის სამსახურები და ენერგო პრო ჯორჯია. ხის გადატანას სირთულეებიც ახლდა. ტექნიკა რამდენჯერმე გამოვიდა მწყობრიდან. პრობლემები შეექმნა მოსახლეობასაც, გათიშული იყო ელექტროენერგია, არ მუშაობდა გაზგასამართი სადგურები.

თითოეული ხე დაახლოებით 110 ტონას იწონის. მუხა ბიძინა ივანიშვილს გურამ აბსანძემ საჩუქარად გადასცა. ტერიტორია, სადაც მარადმწვანე მუხები დგანან ეკუთვნის ჩაის ფაბრიკას, რომლის მფლობელი არის გურამ აბსანძე.

ზუგდიდისკენ მიმავალი მატარებელი 2 საათი გაჩერებულ იყო ხობში. მგზავრებს შორის იყვნენ მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები, რამდენჯერმე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. 5 დღეზე მეტია ზუგდიდში ცენტრალური შუქნიშნები მოხსნილია, რაზეც კომენტარს ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ დრომდე არ აკეთებენ.

https://www.youtube.com/watch?v=DjpVnzX1Vbk&feature=share

banner
წინა სტატიაში“ეს არის დაკარგული წლები, დაკარგული შანსები” – აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა და პრემიერის განცხადება
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალი ე. წ. საზღვარს დაკეტავს