ოკუპირებული ცხინვალი ე. წ. საზღვარს დაკეტავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი 25 მაისს სკოლებში ბოლო ზარისა და გამოსაშვები სარამოების გამო ეგრედ წოდებულ საზღვარს დაკეტავს. ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ეგრედ წოდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრეს სამსახურის განცხადებაში. „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, სკოლების გამოსაშვები საღამოების დღეს, 25 მაისის 20:00 საათიდან, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის გამარტივებულ გამშვებ პუნქტებზე შეწყდება მიმოსვლა.“-ნათქვამია განცხადებაში. პუნქტები მუშაობას 27 მაისის დილიდ 8 საათზე განაახლებენ.

banner
წინა სტატიაში(Video) ივანიშვილის მორიგი ხეები-ზუგდიდიდან ინგირში კიდევ 2 ხე გადაიტანეს, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია გაუთიშეს
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობი საქმე – სასამართლო პროცესზე სამედიცინო ექსპერტის დაკითხვა გადაიდო