“ეს არის დაკარგული წლები, დაკარგული შანსები” – აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა და პრემიერის განცხადება

პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის გაღრმავებას ეხება, ოპოზიცია ეხმაურება. “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის შეფასებით 6 წლის განმავლობაში ეს საკითხი იყო გაჩერებული და ეს დაკარგული წლებია.
„ვიმყოფებით ისევ იმ მდგომარეობაში, რაც ვიყავით 2012 წლის ბოლოს, როდესაც დავიწყეთ ამ საკითხზე საუბარი ამერიკის ადმინისტრაციასთან. მაშინ კონიუქტურა იყო გაცილებით უკეთესი, ვინაიდან ობამას ადმინისტრაცია ეწეოდა უფრო ღია საგარეო სავაჭრო პოლიტიკას და რეალურად 6 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა. ეს არის დაკარგული წლები, დაკარგული შანსები. ეს არის ერთ ადგილზე ტკეპნის პერიოდი,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე გიორგი კვირიკაშვილი Fox news-ზე გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს. აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, არაერთ სარგებელს მოუტანდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატია(Video) ივანიშვილის მორიგი ხეები-ზუგდიდიდან ინგირში კიდევ 2 ხე გადაიტანეს, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია გაუთიშეს