ვენესუელაში მადურომ პარლამენტი გააუქმა

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიერ მართულმა, ახალშექმნილმა საკონსტიტუციო ასამბლეამ, ვენესუალის საპარლამენტო ხელისუფლების მთელი უფლებამოსილება თავის თავზე აიღო.


ივლისის ბოლოს შექმნილმა საკონსტიტუციო ასამბლეამ, რომლის კანონიერება ათეულობით ქვეყანამ არ ცნო და რომლის წევრთა უმრავლესობასაც მადუროს მომხრეები წარმოადგენენ, ოპოზიციის უმრავლესობით დაკომპლექტებული ქვეყნის პარლამენტი ფაქტიურად გააუქმა, რამაც ქვეყანაში უკიდურესი დაძაბულობა გამოიწვია.
ოპოზიცია პრეზიდენტ მადუროს დიქტატურის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს და ქვეყანაში გამუდმებით მიმდინარე საპროტესტო ტალღის კიდევ უფრო გაძლიერებას ჰპირდება.

banner
წინა სტატიაშითეთრ სახლში სკანდალური საკადრო ცვლილებები გრძელდება
შემდეგი სტატიადედამიწას უდიდესი ასტეროიდი უახლოვდება