ვატო წერეთელი: მამაჩემს 2 ზონდერი დახვდა და დაემუქრა, თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო

ტვ პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ მამამისს, ბიზნესმენ ავთო წერეთელს მოკვლით დაემუქრნენ.

“მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დროზე !!!!!!!!!!!”.- დაწერა წერეთელმა ფეისბუქზე.

ბიზნესმენი ავთო წერეთელი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეში ფიგურირებს ფულის გათეთრების შესახებ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის მოცულობის სესხზე ედავება, რომელიც თიბისი ბანკიდან ავთანდილ წერეთელმა 2007 წელს აიღო.

ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, “რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება”.

წერეთელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი: სრულ კოორდინაციაში ვართ შშს-თან, ვმოქმედებთ მათი მითითებებით
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური: N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა