საქართველოს ბანკი: სრულ კოორდინაციაში ვართ შშს-თან, ვმოქმედებთ მათი მითითებებით

საქართველოს ბანკი ზუგდიდში მათ ფილიალში მძარცველების მიერ მძევლების აყვანასა და ნახევარი მილიონი დოლარის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბანკი სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

“ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს შეიარაღებული პირი დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, მას აქვს ავტომატი და ხელყუმბარა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიმძევალი ამბობს, რომ ყაჩაღი $500 000-ს ითხოვს
შემდეგი სტატიავატო წერეთელი: მამაჩემს 2 ზონდერი დახვდა და დაემუქრა, თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო