ვაშინგტონის ჰოლოკოსტის მუზეუმი ვიზიტორებს სთხოვს Pokemon Go არ ითამაშონ

32ვაშინგტოშის ჰოლოკოსტის მუზეუმმა ვიზიტორებს თხოვნით მიმართა, რომ მის ტეროტორიაზე არ ითამაშონ Pokemon Go.
Pokemon Go – ეს ონლაინ თამაშია სმარტფონებისთვის გეოლოკაციითა და დამატებითი რეალობებით. თამაშის მოანწილეებმა მთელი რიგი ინტერაქტიული დავალებები უნდა შეასრულონ, მათ შორის, მაგალითად, პოკემონის გზაზე გადაყვანა, რომლის გასაკეთებლად, მომხმარებელმა რეალურად უნდა გადაკვეთოს მითითებული გზა სმარტფონით ხელში.

“თამაში ნაციზმის მსხვერპლთა მუზეუმში შეუსაბამოა” – განაცხადა ვაშინგტონის ჰოლოკოსტის მუზეუმის დირექტორმა, ენდრიუ ჰოლინგმა. მისი თქმით, ახლა მათი მიზანია თამაშის ლოკაციიდან მუზეუმი ამოიღონ.

უკანასკნელ ხანებში Pokemon Go უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

banner
წინა სტატიაშიგერმანია თურქეთის ინჟირლიკიდან საკუთარი სამხედროების გაწვევით იმუქრება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება