გერმანია თურქეთის ინჟირლიკის ავიაბაზიდან საკუთარ სამხედროებს გაიწვევს, თუკი ანკარა გერმანულ დელეგაციას არ შეუშვებს ბაზაში – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმან გაბრიელმა.
“გერმანიის არმია პარლამენტს ექვემდებარება. და თუკი პარლამენტი ვერ შეძლებს სამხედროებთან შეხვედრას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარისკაცები იქ არ უნდა დარჩნენ” – განაცხადა ზიგმან გაბრიელმა Mitteldeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.
ბაზაზე დაახლოებით 250 გერმანელი ჯარისკაცია, ასევე 6 მზვერავი-თვითმფრინავი Tornado, რომლებიც სირიაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ გერმანული “შპიგელის” აზრით, გერმანული დელეგაცია თურქეთმა იმის გამო დაბლოკა, რომ მათ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდი აღიარეს.