ვაშინგტონი გაეროს დაფინანსებას ორჯერ შეამცირებს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაეროს დაფინანსების შემცირებას მინიმუმ 50%-ით გეგმავს – ამის შესახებ დღეს, 14 მარტს გაზეთი Foreign Policy-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განკარგულება მიიღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაფინანსების შემცირების საშუალება გამონახონ იუნისეფისა და გაეროს განვითარების პროგრამაში.
არ არის გამორიცხული, აშშ-მ საერთაშორისო სავაჭრო ფონდსა და ლტოლვილთა პროგრამებში მონაწილეობაც შეამციროს. გარდა ამისა, Foreign Policy-ს წყეროები არ გამორიცხავენ კლიმატის შეცვლის შესახებ ჩარჩო კონვენციასა და გაეროს მოსახლეობის ფონდების სრულ დაუფინანსებლობას.
აშშ გაეროს ყოველწლიურად 10 მილიარდით აფინანსებს.
თეთრი სახლი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს 16 მარტს გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიე.წ.მოსმენების კანონი მწვანე შუქს უნთებს პირადი ცხოვრების ხელყოფას – ხოშტარია
შემდეგი სტატიადამასკო თურქეთს ასტანაში ოპოზიციის გამოუცხადებლობაში ბრალს სდებს