დამასკო თურქეთს ასტანაში ოპოზიციის გამოუცხადებლობაში ბრალს სდებს

სირიის მთავრობა თურქეთს ასტანაში სირიის ოპოზიციის გამოუცხადებლობაში სდებს ბრალს. “როცა, ერთ-ერთი გარანტი თავის მოვალეობებს არღვევს, და მიმდინარე მომენტში ეს თურქეთია, ზუსტად მას უნდა მოეთხოვოს შეიარაღებული დაჯგუფებების გამოუცხადებლობა” – სირიის მთავრობის წარმომადგენელმა ბაშარ ჯაფაარმა განაცხადა დღეს, 14 მარტს.
დღეს ასტანაში მოლაპარაკებებზე სირიის შეიარაღებული ოპოზიცია არ გამოცხადდა. ასტანას მოლაპარაკებების ორგანიზატორია რუსეთი, ირანი და თურქეთი. ამასთანავე, რუსეთი და ირანი სირიელ ლიდერს, ბაშარ ასადს უჭერენ მხარს, თურქეთი კი – ოპოზიციას.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონი გაეროს დაფინანსებას ორჯერ შეამცირებს
შემდეგი სტატიასაქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით მესამე ადგილზეა, რუსეთი კი -ლიდერი ქვეყანაა